LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „ხმის ფარულობის დარღვევის ერთი მტკიცებულება არ არსებობს – თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე პოლიტიზებული სასამართლოს გადმონაშთი და საკუთარი ოჯახით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია!“

123
გურამ მაჭარაშვილი და ვლადიმერ ხუჭუა

„ხმის ფარულობის დარღვევის ერთი მტკიცებულება არ არსებობს – თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე პოლიტიზებული სასამართლოს გადმონაშთი და საკუთარი ოჯახით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია!“ – ამ განცხადებით „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი ოლქის შედეგები ბათილად ცნო.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილებებს იღებს აღქმებით და არა მტკიცებულებებით და იგივე თქვა მოსამართლემაც, რომ არა აქვს მტკიცებულება, მაგრამ აქვს აღქმა, რომ ხმის ფარულობა დაირღვა“.

გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა

„ამ მოსამართლის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობთ – სასამართლო სწორედ „ნაცმოძრაობის“ დროს პოლიტიზებული იყო და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პოლიტიკური მართლმსაჯულების წარმომადგენლები შემორჩა.

ამ სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია: – მტკიცებულებები არა მაქვს, მაგრამ ასეთი აღქმა მაქვს.

როგორც ჩანს, აღქმებით არამხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ფიქრობენ, არამედ მათი მხარდამჭერი მოსამართლეებიც. ჩვენ ვნახეთ, რომ ის და მისი ოჯახი თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობის“ აქტივში არის გადავარდნილი. „ნაცმოძრაობის“ სასამართლო პოლიტიზებული იყო და როგორც ჩანს, ანასხლეტები დარჩა.

მრავალათასიან ხმების გაყალბებაზე, რაზეც თავად საუბრობენ, ერთი ცოცხალი მოწმე როგორ ვერ მოიძიეს?! რაც შეეხება ფარულობის დარღვევას, ფარულობა შეიძლება დაირღვეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დღეს.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა, დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი – სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა

ამიტომ არის კომისიაში ოპოზიციის ათიათასობით წარმომადგენელი და ათასობით დამკვირვებელი – ხმის ფარულობის დარღვევაზე 3 111 უბნიდან სულ რაღაც 7 საჩივარი შევიდა, რასაც ასევე არ ჰქონდა არგუმენტაცია.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

არ შეიძლება ფარულობის დარღვევაზე მეორე და მეათე დღეს ისაუბრო, მაშინ როდესაც მოსამართლეს ამის არანაირი მტკიცებულება არ აქვს“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g