პენელოპა კრუსი ჰონგ-კონგში „შანელის“ ახალი კოლექციის ჩვენებას დაესწრო. ბრენდის ამბასადორი, როგორც ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა. ამ დღეს 50 წლის მსახიობს „შანელის“ თეთრი ორეული ამშვენებდა, რომელიც ფოჩებით იყო მორთული. აღნიშნულ „ლუქს“ კრუსმა ამავე ბრენდის, პატარა ჩანთა შეუხამა.
შეგახსენებთ, გასულ თვეს, ესპანეთში, „სან-სებასტიანის“ 72-ე კინოფესტივალი გაიხსნა. წითელი ხალიჩის მთავარ ვარსკვლავებად პენელოპა და მისი მეუღლე, ხავიერ ბარდემი იქცნენ. ღონისძიებაზე ხავიერს კინემატოგრაფიის წინაშე დამსახურებისთვის ჯილდო გადაეცა. სიტყვით გამოსვლის დროს, მსახიობმა მეუღლეს მიმართა და მას მხარში დგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი სიტყვები საოცრად ემოციური იყო, ცრემლები ვერც თავად მსახიობმა შეიკავა, რომ არაფერი ვთქვათ სიტყვების ადრესატზე. პენელოპა საყვარელი მამაკაცის მიმართვამ ისე ააღელვა, რომ ის აქვითინდა.