LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია – „გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ! ჩვენ ვართ გამარჯვებულები – უახლოეს პერიოდში ნახევარი თბილისი უნდა იყოს ხალხით სავსე, ყველა მოედანი, ყველა გამზირი“

130
ნიკა მელია

თქვენი მეშვეობით, გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ! ჩვენ ვართ გამარჯვებულები. პირველ რიგში, ეს ბრძოლა მოსაგებია საკუთარ გონებაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეების მორალური ვალდებულებაა, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში შვილები არ გაზარდონ, რადგან ეს არის დეგრადაციის გზა.

„ღმერთმა დაიფაროს ის ადამიანი, ვინც შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლებასა და პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცეს, ეს არ მოხდება! იმიტომ, რომ ვერც საკუთარ ოჯახის წევრს, შვილს და მშობლებს თვალს ვერ გაუსწორებს ვერცერთი დეპუტატი. ახლა რა უნდა ვქნათ? ყოველდღიური რუტინული შრომა. მესმის, პრაქტიკულად ნახევარმა საქართველომ გაათენა, მინიმუმ ცნობისმოყვარეობის გამო, თვალს ადევნებდა აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევებს. მიუხედავად ამისა, თქვენ აქ მოხვედით. ეს ყოველდღე უნდა ვაკეთოთ და გამარჯვება იქნება გარდაუვალი!

ზურაბ ჯაფარიძე – „ეს პროტესტი მნიშვნელოვანია – რაც შეეხება გეგმას, დღეს იქნება პროტესტი, შემდეგ როგორ განვითარდება, ამაზე პოლიტიკური ლიდერები შევთანხმდებით“

ივანიშვილს მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი დარჩა, იქნებ შეგვცივდეს, დავიღალოთ, არა! უახლოეს პერიოდში ნახევარი თბილისი უნდა იყოს ხალხით სავსე, ყველა მოედანი, ყველა გამზირი, რუსთაველის გამზირის ჩათვლით. ჩვენ ერთმანეთს მივეცით პირობა. ამის უკან დგას არა მხოლოდ პოლიტიკური მიზანი, არამედ ადამიანური, მორალური ვალდებულება, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საკუთარი შვილები არ გავზარდოთ. იმიტომ, რომ ეს არის დეგრადაციის გზა, რომელზეც უნდა იარონ ჩვენმა შვილებმა, მათმა შვილებმაც კი. ამიტომ გამარჯვება გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დავიბრუნოთ, თქვენი მეშვეობით. ჩვენ არ ვართ დამარცხებულები, ჩვენ ვართ გამარჯვებულები. ყოველდღე ერთმანეთს ეს უნდა ვუთხრათ. პირველ რიგში, ეს ბრძოლა მოსაგებია საკუთარ გონებაში. თავდაჯერებულობა არ დაკარგოს არავინ!“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g