LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანმა ჩემს მკურნალობაში 25 ათასი დოლარი გადაიხადა“ – გიორგი ყიფშიძე

291
2024-11-06_22-52-38_155578

მსახიობი გიორგი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– ოთხი თვეა, რაც ამ ჯოჯოხეთიდან გამოვედი, ჯერ ადაპტაციის პერიოდი მაქვს. თეატრში სეზონი იხსნება და სპექტაკლებში დავკავდები. ახლა ბავშვებზე ვარ გადართული და ჩემი კარიერის უფრო გასაღრმავებლად ფიზიკურად დრო არ მრჩება. თუ როლს შემომთავაზებენ, ძალიან კარგი, მაგრამ ეს მე თავად რომ „ვიჩალიჩო“, ამ პროცესში არ ვარ ჩართული. არ მცალია.

– ადაპტაციამდე საკმაოდ რთული პერიოდი გაიარე და ამ რთულ პერიოდში ვინ დაგიდგა გვერდით?

– ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული. ერთადერთი, ვინც გვერდით დამიდგა, არის პიროვნება, ვინც ჩემი მკურნალობის თანხა გადაიხადა – 25 ათასი დოლარი და ეს ადამიანი ჩემთვის აბსოლუტურად უცხო იყო. სახელსა და გვარს ვერ ვიტყვი, რადგან თავად არ უნდა ამის გაჟღერება. ჩემს მკურნალობაში კი იმიტომ გადაიხადა ამდენი თანხა, რომ მერე სხვა ადამიანებს დავხმარებოდით. ანუ, მითხრა: შენ თუ გიშველი, თუ გამოხვალ მდგომარეობიდან, იქნები მაგალითი სხვებისთვის და ამით ბევრს დავეხმარებითო. ჩემი მფარველი ანგელოზი – ასე მიწერია ტელეფონში. ახლა 46 წლის ვარ და 45 წლამდე, მიუხედავად ჩემი ოთხი მცდელობისა და ნარკოლოგიურში დაწოლებისა, მაინც არაფერი გამომივიდა. ბევრი ვერ ხვდებოდა, როდის ვიყავი ფხიზელი და როდის – არა. თუმცა, ბოლო პერიოდში, ძალიან დამეტყო, გავხდი და ორგანიზმმა მიმტყუნა. წარმოიდგინეთ, ორჯერ C ჰეპატიტი დავარმარცხე. ამ დაავადებამ იცის საშინელი სიგამხდრე, ნერვულ სისტემაზე მედიკამენტებიც უარყოფითად მოქმედებს.

ფსიქიატრთანაც დავდიოდი, რადგან მედიკამენტის მიღების მერე, ისე მომერღვა ნერვული სისტემა, ისეთი გადარეული ვიყავი, კინაღამ აივნიდან გადავხტი, ლამის გავგიჟდი, მაგრამ გადავრჩი. სულ მეუბნებოდნენ, ნებისყოფა არ გაქვსო და მეც სუსტი ტიპი მეგონა ჩემი თავი, მაგრამ, თურმე, ძლიერი ვყოფილვარ. ცოცხალი რომ ვარ, იმ ადამიანის დამსახურებაა და მისი მადლიერი, ვიღაცები საერთოდ ვერ მოვიდნენ ჩემს ასაკამდე, ისე „დაიბრიდნენ“. ახლა წონაში 11 კილო მოვიმატე, დილაობით ვვარჯიშობ და მაქვს ამბიცია, დიდხანს ვიცხოვრო ჯანმრთელად (იცინის). სხვა გზა არც მაქვს, ვალდებულება ავიღე ჩემს თავზე – ბავშვები მყავს გასაზრდელი და უფლება არ მაქვს მათ ვუღალატო. ადრე არ ვიყავი ასეთი, გამოუვალ სიტუაციაში რომ ჩავვარდი, ამან „გამოწუწნა“ ჩემში ეს თვისება. ამ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი, ჩემდაუნებურად გავხდი ასეთი.

ვიდეო: გიორგი ყიფშიძის შვილები ერთ-ერთ ბაღში უფასოდ მიიღეს: „პირველი დილაა, როცა ფანჯრები გამოვაღე და არ ვნერვიულობ, რომ ვინმე გადავარდება…“

ვიდეო: „ჩემო საყვარელო, ნახეთ რა ხდება“ – გიორგი ყიფშიძე შვილების ბაღში მისვლის კადრებს გვიზიარებს

„ჩემი ორგანიზმი აბსოლუტურად თავისუფალია ყველა ნარკოტიკისგან და ჩემი ტვინი არის გათავისუფლებული“ – რა პროცესებს გადის გამოჯანმრთელების ეტაპზე გიორგი ყიფშიძე

ვიდეო: „აი, ასე აღვნიშნავთ გიორგის გათავისუფლებას უბედურებისგან, ნარკომანიისგან…“ – ნიკოლოზ წულუკიძე და გიორგი ყიფშიძე ბუნებაში მწვადს წვავენ

გიორგი ყიფშიძე: „ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, 8 კილო მოვიმატე, ვვარჯიშობ, არც ვეწევი, არც ვსვამ, რა უნდა მოხდეს, რომ ამ მკურნალობის შემდეგ ამ ყველაფერს დავუბრუნდე, გამორიცხულია!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g