რატომ აღარ ამღერებენ „ალილოს” თამრიკო ჭოხონელიძეს სამების ტაძარში – ამ საკითხზე მომღერალმა გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, ის მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირების გამო „დასაჯეს“.
„დამირეკეს 17 მაისთან დაკავშირებით და მითხრეს, რომ აუცილებლად უნდა ვიმღერო ოჯახის სიწმინდის დღეზე, ყველამ ვიცით რა დღეა 17 მაისი, შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება იყო მავანთა მხრიდან… მე მივხვდი, რომ იყო საშიშროება დაპირისპირების. ნებისმიერი შემეჯიბროს ოჯახის სიწმინდისა და ამ დამოკიდებულებაში, მაგრამ მე კატეგორიულად ვუთხარი უარი, სხვათა შორის, გამიხარდა, რომ მე და რამდენიმე ჩემი კოლეგა ერთ აზრზე ვიდექით, მათთაც უარი თქვეს, ამით თითქოს დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მატყობინებენ, რომ შენ შობაზე აღარ უნდა იმღერო. დამიჯერებთ, რომ დღემდე მეცინება ამ ყველაფერზე? [ეს არის] უგუნურება, დასჯის მეთოდი… თავად აღმოჩნდნენ ცუდ მდგომარეობაში, მე ამით ვერ დამსაჯეს…
მინდა ხაზგასმით ვთქვა, პროპაგანდირებდაო [ჩემზე] და მსგავსი ცილისწამება არსად მინახავს, ქრისტიანები არ არიან? ყველას, ვინც მე მლანძღავდა, მამაოებთან აქვს ფოტოები გადაღებული და ქრისტიანობას იჩემებენ, მე მგონია, რომ ერთ გზაზე ვდგავართ, რომ ადამიანის ჩაგვრა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
გული მწყდება, რომ მას შემდეგ, პატრიარქს ვერაფრით ვერ შევხვდი. ბევრჯერ ვცადე [შეხვედრა], მაგრამ იქამდე არავინ მიშვებს, რადგან იციან, რომ მე პატრიარქს კითხვას დავუსვამ: რას ვაკეთებ არამისაღებს? გამორიცხულია, რომ მე პატრიარქი ამაში არ დამეთანხმოს, რადგან მე ვიცი ძალიან კარგად მისი დამოკიდებულება, გული მტკივა, რომ პატრიარქთან შეხვედრის საშუალებას არ მაძლევენ…“
რატომ აღარ ამღერებენ “ალილოს” თამრიკო ჭოხონელიძეს სამების ტაძარშირატომ აღარ ამღერებენ “ალილოს” თამრიკო ჭოხონელიძეს სამების ტაძარში “გული მტიკვა, რომ პატრიარქთან შეხვედრის საშუალებას არ მაძლევენ”
Posted by ნიკოლოზის კითხვები • Nikoloz's questions on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2024