სამი კვირის წინ, ავტომანქანის შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული დების – 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის ამბავმა საზოგადოება კიდევ ერთხელ გააერთიანა.
სოციალურ ქსელში წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის მეშვეობით, მოქალაქეებმა დების მხარდასაჭერად თანხის შეგროვება დაიწყეს.
7 ნოემბერს, მოქალაქეებს ნიაკოს და თათულის მხარდაჭერისკენ მოუწოდა რეჟისორმა სანდრო ელოშვილმაც. მხარდაჭერა უპრეცედენტო აღმოჩნდა – სანდრო ელოშვილის ინფორმაციით, შეგროვებული თანხის რაოდენობა, ამ დროისთვის უკვე, 60 000 ლარს შეადგენს.
ნიაკოს და თათულის დედა სოფიო ხარშილაძე სანდრო ელოშვილს და მოქალაქეებს ემოციურად მიმართავს და მათ მადლობას უხდის:
„სანდრო ელოშვილი – უბრალოდ ქედს ვიხრი, უფლის, ასეთი პროფესიონალი ექიმების, ამხელა საზოგადოების წინაშე“, – წერს სოფიო ხარშილაძე.
ნიაკოს და თათულის დასახმარებლად მოქალაქეებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ:
მიმღები: სოფიო ხარშილაძე (დედა)
#GE18BG0000000553349014 (საქართველოს ბანკი);
#GE64TB7513745068100047 (თიბისი ბანკი).
პირადი ნომერი – 57001052354 სოფო ხარშილაძე.
სანდრო ელოშვილი უბრალოდ ქედს ვიხრი უფლის♥️ ასეთი პროფესიონალი ექიმების ამხელა საზოგადოების წინაშე♥️♥️♥️
Posted by სოფიო ხარშილაძე on ხუთშაბათი, 07 ნოემბერი, 2024