თუშეთის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია.
თუშეთის გამგებელის, ლადო კახოიძის, ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვა შეწყვეტილია, გაწმენდილია თორღვას აბანოსთან ჩამოწოლილი ზვავისგან დაფარული გზა.
“ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. ტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ აღგენილია,” – განაცხადა თუშეთის გამგებელმა.
რაც შეეხება დაშავებულ ტურისტს, გამგებლის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამ ეტაპზე თუშეთის ამბულატორიულ ცენტრში მორიგი სამედიცინო დახმარება უტარდება.