LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Land Rover-მა ჯეიმი ოლივერისთვის “კულინარიული” Discovery გამოუშვა

61

სპეციალურად სახელგანთქმული მზარეულისთვის და ტელეწამყვნისთვის, ჯეიმი ოლივერისთვის კომპანია Land Rover-მა ახალი Discovery მობილურ სამზარეულოდ გადააქცია. ავტომობილის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა ტოსტერი გახდა, რომელიც ცენტრალურ კონსოლზეა განთავსებული.

ავტომობილის აწყობა-გადაკეთებით განყოფილება Special Vehicle Operations დაკავდა. ავტომობილი აღჭურვილია ღუმელით, საკვების მოსამზადებელი მაგიდითა და სამზარეულოს სხვა აქსესუარებით.

Discovery-ს საბარგულში ინჟინრებმა ზეითუნის ზეთისა და ძმრის დოზატორები განათავსეს, სამარილე და საპილპილე კი გადაცემათა კოლოფის სელექტორისგან გააკეთეს, ავტომობილის ბორბლებზე კი ნაყინის მოსამზადებელი და კარაქის ასათქვეფი დააყენეს. უკანა მარჯვენა მინაზე მწვანილებისთვის მინი-ბოსტანი „გააშენეს“, მარცხენა მინაზე კი 11 სუნელის ყუთი დადგეს.

ბარბექიუ გრილი სტანდარტული ალუმინის ქვაბისგან გააკეთეს, რომელიც გასაშლელ მაგიდას უმარგდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები