LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი „გლადიატორი“ პედრო პასკალი ფილმის პრემიერაზე დასთან ერთად მივიდა

328
პედრო პასკალი

მსახიობი პედრო პასკალი ლონდონში „გლადიატორი 2“-ის პრემიერას დაესწრო. მსახიობი წითელ ხალიჩაზე უმცროს დასთან ერთად გამოჩნდა, რომელიც მთელი პრემიერის მანძილზე ფოტოგრაფების ყურადღებისა ცენტში იყო. თავის მხრივ პედრო არ ზოგავდა ძალებს, რათა დისთვის ჯერ კაბა შეესწორებინა, შემდეგ კი, ის ყველა კამერის ობიექტივში მოხვედრილიყო.

ცოტა ხნის წინ, პედრო პასკალმა ინტერვიუში თქვა, რომ და მისთვის ცხოვრების ყველაზე ძვირფასი საჩუქარია და მისთვის საკვანძო მომენტებში, ყოველთვის მასთან ერთადაა.

49 წლის პედრო პასკალი შავი ფერის პერანგსა და შარვალში იყო გამოწყობილი. რიდლი სკოტის ახალ „გლადიატორში“ ის მთავარ როლს ასრულებს, მისი პარტნიორები ფილმში, პოლ მესკალი და დენზელ ვაშინგტონი არიან.

პირველი კადრები „გლადიატორი 2“-დან, სადაც მთავარ როლებს პედრო პასკალი და დენზელ ვაშინგტონი ასრულებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები