LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება.. ჩემი ნება რომ იყოს, მის მაგივრად ყოველ წამს დაუფიქრებლად დავდგებოდი“ – შორენა ონიანის მეუღლის ემოციური პოსტი

1459
შორენა ონიანი

შორენა ონიანის გადასარჩენად ბოლო დღეებში საზოგადოება გაერთიანდა. შორენამ ძალიან ბევრი იწვალა, სამწუხაროდ მისმა გულმა ვეღარ გაუძლო და ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

მეუღლის გარდაცვალებამდე, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტი დაწერა და ღმერთს სასწაულის მოხდენას სთხოვდა.

„ჩვენი ამბავი აქედან დაიწყო და ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება. ჩვენი ტყუპების ამბავით ხომ ღრუბლებში დავფრინავდით. ყოველი წინ წასული დღე უფრო გვიტკბობდა ამ სიყვარულს, რომ ჩვენი პატარები უნდა დაბადებულიყვნენ, მაგრამ გამოჩდებიან ხოლმე ბოროტი ზღაპრის დედაბრები, რომლებიც ამ ბედნიერებას ხელს უშლიან და თავის უყურადღებობის და დაუდევრობის გამო მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს.

ჩემი ნება რომ იყოს, მის მაგივრად ყოველ წამს დაუფიქრებლად დავდგებოდი, რადგან ჩვენ პატარებს ის უფრო სჭირდება, ილოცეთ მისთვის, ილოცეთ მისი პატარებისთვის შორემ ორი ანგელოზი გვაჩუქა დაჩი და დანიელი რომლებიც მაძლევენ იმის ძალას რომ მეც ჩემ სიყვარულთან ერთად არ ვიყო მის მდგომარეობაში, ახლა სრულიად მარტო და უსუსურები ვართ ამხელა ქალაქში მის ძმასთან ერთად. უფალო მოახდინე სასწაული“, – წერდა შორენას მეუღლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g