„ჩვენ, ყველამ ერთად შეუძლებელი შევძელით, სასწაული მოვახდინეთ და ბავშვებს ბინა გადავეცით საჩუქრად“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიკა სალაყაია წერს და ვიდეოს ავრცელებს.
როგორც სალაყაია საზოგადოებას უყვება, უდედოდ დარჩენილ ბავშვებს, თავის სახლი ექნებათ.
სალაყაია ყველას მადლობას უხდის, ვინც უდედოდ დარჩენილი ბავშვებისთვის ქველმოქმედება გაიღო.
„ამ წამს შემატყობინეს, რომ ბავშვების მამა სასამართლომ გაამართლა და ახლა შვილებთან მიდის…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს დიკა სალაყაია უდედოდ დარჩენილი, მცირეწლოვანი ბავშვების მამაზე
სალაყაია საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის იმ მცირეწლოვანი ბავშვების შესახებ, რომელთაც დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალათ.
„დაიჯერე, ეს შენი ზღაპარია! ღმერთო, გამოგვივიდა! ჩვენ, ყველამ ერთად შეუძლებელი
შევძელით, სასწაული მოვახდინეთ და ბავშვებს ბინა გადავეცით საჩუქრად.
მათ საოცარი და „ღუნღულა” ჭერი მოვუწყვეთ. ბავშვებმა ბოლო წუთამდე არ იცოდნენ არაფერი. მადლობა ჩემო სასწაულო ქართველებო! ახლა უდედოდ დარჩენილი ოთხი ობოლი ნამდვილ ზღაპარში იცხოვრებს…“ – წერს დიკა სალაყაია.
ღმერთო, გამოგვივიდაააა!დაიჯერე, ეს შენი ზღაპარია!❤️🌞 ღმერთოოოო, გამოგვივიდაააა! ჩვენ, ყველამ ერთად შეუძლებელი შევძელით, სასწაული მოვახდინეთ და ბავშვებს ბინა გადავეცით საჩუქრად.🎉 მათ საოცარი და “ღუნღულა” ჭერი მოვუწყვეთ.🎈🎉 ბავშვებმა ბოლო წუთამდე არ იციდნენ არაფერი .🥰 მადლობა ჩემო სასწაულო ქართველებოოო! ახლა უდედოდ დარჩენილი ოთხი ობოლი ნამდვილ ზღაპარში იცხოვრებს…🌞
Posted by დიკა სალაყაია • Dika Salakaia on შაბათი, 16 ნოემბერი, 2024