მექსიკამ უკვე ტრადიციად ქცეულ კვერცხებისა და კოვზების 2024 წლის ჩემპიონატს უმასპინძლა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Upi ავრცელებს.
გინესის რეკორდი ფინალში გასული ადამიანების რაოდენობით დამყარდა. კერძოდ, ფინალში 2000-ზე მეტი მონაწილე გავიდა.
წინა რეკორდი 1400 ფინალისტი იყო, წელს კი ფინიშის ხაზის გადაკვეთა 2039-მა ადამიანმა შეძლო, თანაც ისე რომ კონკურსის წესები არ დაურღვევია.
რაც შეეხება უცნაური შეჯიბრის წესებს, მონაწილეებმა 100 მეტრი კოვზზე დადებული კვერცხით უნდა გაიარონ, მათი ტემპი მაქსიმალურად სწრაფი უნდა იყოს და თან კვერცხი დანიშნულების წერტილამდე უვნებლად უნდა მიიტანონ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ჩემპიონატში 2700-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.