LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველამ გაიგოს, რომ ვთხოვდები“ – ადელი კონცერტზე ნიშნობის ბეჭედს ყველა კადრში გვაჩვენებს

131
page

ადელმა ლას-ვეგასში ჩატარებული კონცერტის დროს, გადაწყვიტა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ის დანიშნულია და ქორწილიც მალე იქნება. ამის დასტურად ადელი ყველა სიმღერისას, კადრში ნიშნობის უზარმაზარ ბეჭედს მაყურებელს აჩვენებდა. 36 წლის მომღერალი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა შავი ფერის კლასიკურ კაბასა და ვარცხნილობაში, როცა სცენაზე თავის პოპულარულ და ყველასთვის საყვარელ ჰიტებს ასრულებდა. ნიშნობის ბეჭედი კი, ულამაზესი თვლებით, მას საქმრომ რიჩ პოლმა აჩუქა, რომელსაც მომღერალი 2021 წლიდან ხვდება.

ცნობილი მომღერლისა და სპორტული მენეჯერის ნიშნობის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. იქამდე პოლი და ადელი რამდენჯერმე დაშორდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ადელს ნერვული შეტევები ჰქონდა და კონცერტების გაუქმებაც კი მოუწია.

„ყველამ გაიგოს რომ ვთხოვდები“, – ასე შეფასდა დასავლურ მედიაში ადელის კონცერტი, სადაც ყველა კადრში, მისი ნიშნობის ბეჭედი ჩანს.

ვიდეო: ადელი დანიშნულია – არტისტი მეორედ თხოვდება

ემოციური ქარტეხილი და ცრემლების ზღვა – ადელისა და სელინ დიონის შეხვედრის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები