გვენ სტეფანიმ მონაწილეობა მიიღო ჯიმი ფელონის წინასაახალწლო გადაცემაში. გვენ სტეფანიმ შოუში ვიზიტისთვის არჩევანი საყვარელი ბრენდის „ზიმერმანის“ კაბაზე გააკეთა. სცენაზე გამოსული სტეფანი შეუდარებელი იყო ყვავილებიან აბრეშუმის კაბაში, რომელიც ტოპისგან, მოკლე ქვედაბოლოსგან და შლეიფისგან შედგებოდა, ანსამბლს კი მაღალყელიანი ხავერდის ჩექმა ასრულებდა.
შოუში მან თავისი ახალი სიმღერა Bouquet შეასრულა. ცოტა ხნის წინ სტეფანი მუსიკოსი Machine Gun Kelly-ისთან ერთად მუსიკალური შოუს The Voice-ის ახალ ეპიზოდში გამოჩნდა, სადაც ის LaPointe-ის ვერცხლისფერ ორეულში ბზინავდა.
7 წლის შემდეგ, გვენ სტეფანი ახალ ალბომს გამოუშვებს
ვიდეო: გვენ სტეფანის შესრულებით, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სიმღერა გამოვიდა