LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯიმი ფელონისა და საკულტო ბენდის – Heart პერფორმანსი მზის დაბნელების დროს

128
hqdefault

ჯიმი ფელონმა სახელობითი ღამის შოუს მაყურებელს სიურპრიზი მოუწყო. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება იმ ბუნებრივი მოვლენისკენ იყო მიმართული, რასაც მზის დაბნელება ჰქვია, კომიკოსმა საკულტო როკ ბენდ – Heart-თან ერთად, საოცარი პერფორმანსი გამართა.

მან ჯგუფის თანხლებით, ბონი ტაილერის 80-იანების ჰიტი – Total Eclipse of the Heart მზესა და დედამიწას შორის მთვარის ჩადგომისას, როკფელერის ცენტრის სახურავზე შეასრულა.

საგულისხმოა, რომ 8 აპრილის მზის დაბნელების ხილვა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან იყო შესაძლებელი და მას თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებდა. აშშ-ში მსგავსი მოვლენა 2017 წლის შემდეგ არ უნახავთ, შემდეგი ასეთი შანსი კი ქვეყნის მაცხოვრებლებს 2044 წლამდე აღარ ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენის ჰიმნად ქცეული სიმღერა, თავად ტაილერმა 2017 წელს, ასევე მზის დაბნელების დროს, ჯო ჯონასის კოლექტივ – DNCE-ისთან ერთად, შუა ზღვაში იმღერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები