LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა – რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

111
ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB), წყლისა და ურბანული განვითარების სექტორის დირექტორს, ნორიო საიტოს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურბანული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა, ასევე ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

„ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან კვლავ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g