კრიშტიანო რონალდოს ახალი სექს სკანდალი აქვს.
მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ფეხმძიმე ჯორჯიანას 21 წლის პორტუგალიელ ნატაშა სოფიასთან უღალატა.
სკანდალური აღიარება ნატაშა სოფიამ პოპულარულ გადაცემაში Love on Top-ში გააკეთა.
ცოტა ხნის წინ ინფორმაცია ღალატის შესახებ პორტუგალიურმა გამოცემა TV Guide-მაც გამოაქვეყნა.
“მე მას შეტყობინება ინსტაგრამზე გავუგზავნე. არ დავმალავ ყოველთვის მინდოდა მასთან ურთიერთობა მქონოდა. საკმაოდ გამიკვირდა, რომ შევხვდი. არ ვფიქრობ, რომ იგი სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნება“, – თქვა სურვილასრულებულმა გოგონამ.
ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ლონდონში მომხდარიყო, სადაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი პრემია The Best-2017-ის მისაღებად იმყოფებოდა. თუმცა მეორე ვერსიით, სექსუალური ღლაბუცი ლისაბონში მოხდა.
ნატაშას სიტყვებით რონალდოსთან ცხელი ღამის შემდეგ ფეხბურთელმა მას 300 ევრო მისცა ტაქსის ფულად.
ნატაშა სოფიამ სახელი ადგილობრივ რეალითი-შოუში მონაწილეობით გაითქვა.
ვნებასაყოლილი ქალის განცხადებით, იგი რონალდოს მაშინ შეხვდა, როდესაც მდიდარ ბიჭს უკვე ჰქონდა ურთიერთობა ჯორჯიანა როდრიგესთან.