LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალადობაზე თქვენ ნუ ლაპარაკობთ!“ – ვაჟა სირაძე ხატია დეკანოიძეს

1104
2024-11-24_23-57-42_888149

ძალადობაზე თქვენ ნუ ლაპარაკობთ, – ასე მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს.

დეკანოიძე მანამდე ვაჟა სირაძეს ესაუბრებოდა პოლიციელებზე, რომლებსაც სახე ნიღბით აქვთ დაფარული.

„ეს ნიღბიანი ხალხი რას ნიშნავს? ვინ არიან ესენი?“ – მიმართა დეკანოიძემ.

ამის საპასუხოდ ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ მათ სცივათ და ამიტომ უკეთიათ ნიღბები.

ხატია დეკანოიძემ ვაჟა სირაძეს საპასუხოდ მიმართა: „ა, ცივა? გოგოებზე რომ ძალადობენ?“, რის შემდეგაც სირაძემ მას მოუწოდა, რომ ძალადობაზე ის არ უნდა საუბრობდეს.

„ძალადობაზე თქვენ ნუ ლაპარაკობთ“, – უპასუხა სირაძემ. [ინტერპრესნიუსი].

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g