LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს გულთან, მარიამ შარმანაშვილთან ერთად“ – კარლო პონტის ფოტო დედასთან, სოფი ლორენთან და ქართველ რჩეულთან ერთად

302
სოფი ლორენი ქართველ რძალთან ერთდ

კარლო პონტი უმცროსი დედასთან, სოფი ლორენთან და ქართველ რჩეულთან, მარიამ შარმანაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და წერს იმ შესანიშნავი საღამოს შესახებ, რომელსაც ლოს ანჯელესში ოჯახთან ერთად დაესწრო.

„ჩემს გულთან, მარიამ შარმანაშვილთან ერთად“, აღნიშნავს ის ფოტოების კომენტირებისას.

With the awesome Pasquale Esposito and my heart Mariam Sharmanashvili at this week’s incredible sold out performance…

Posted by Carlo Ponti on Sunday, November 24, 2024

აღსანიშნავია, რომ წვეულება ლოს ანჯელესის ვირტუოზების ორკესტრმა სპეციალურად სოფი ლორენის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართა.

მარიამ შარმანაშვილმა მცირე ხნის წინ რადიო „ფორტუნასთან“ საიტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სოფი ლორენთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

„მე და ქალბატონ სოფიას გვაქვს ძალიან თბილი დამოკიდებულება ერთმანეთთან და კიდევ უფრო დავახლოვდით ბოლო პერიოდში, რადგან მასთან  ოცდაორი დღის განმავლობაში მომიწია თანაცხოვრებამ, აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და შესაბამისად, ერთად ხშირად ვხალისობთ ხოლმე სხვადასხვა თემაზე, ჩემ მიმართ გამოხატავს დიდი დოზით სითბოს და მისგან ყოველთვის ვგრძნობ დედობრივ მზრუნველ დამოკიდებულებას“, აღნიშნავს მარიამი fortuna.ge-სთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g