LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე! ნიაკოს და თათულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თათუს აღარ დასჭირდა თავის შულტირება, ნიას დღეს აუწყვეს თავის ქალა.. ორივე გონზეა და ემოციებს კი იხარე… ცოტა ცრემლებს ღვრიან“: რას წერს სანდრო ელოშვილი ავარიის შედეგად დაშავებულ დებზე

925
მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება (3)

გასულ ოსიაური-თვეში ხაშურის გზაზე ავარიის შედეგად დები დაშვდნენ. მას შემდეგ 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მთელი საქართველო გულშემატკივრობს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი ექიმების დამსახურებით დების მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც სოციალურ ქსელში სანდრო ელოშვილი წერს, ნიაკო და თათული უკვე გონზე მოვიდნენ.

„სანამ მანამ და მანამ სანამ, გავერკვევით ვინ მოიგო და ვინ წააგო… ერთ დადასტურებულ გამარჯვებაზე მოგიყვებით ყველას, ვისაც გვჯეროდა და არ გვჯეროდა, ვინც საკუთარ შვილებს მოაკელით თუნდაც ერთი ლარი და ვინც გულში ისე ილოცეთ, საკუთარი შვილებისთვის რომ ილოცებდით…

თვე ნახევრის წინ ამ ორ მზის სხივა და ღიმილა გოგოს ავტომობილი შეეჯახა და მდგომარეობა საშინლად მძიმე იყო…

ერთი ბავშვი მ. იაშვილის კლინიკაში იყო, მეორე – New Hospitals ში… სხვადასხვა სახის დაზიანებით და სხვადასხვა სახის ბრძოლით…

ხოდა სახელებად რომ ვიცოდეთ რა და თუ ვინმე იცნობთ, უთხარით რომ ყველაზე ჩემპიონები არიან!

ვინც პირველები ოპერაციაზე შევიდნენ… ლევან ტარუაშვილი და ირაკლი თოიძე… რეანიმაციის უფროსები: დავით ციბაძე და მაკუნა თევზაძე… დაიწყეს, დაიწყეს და არ გაჩერდნენ!

სამწუხაროდ ყველას სახელი არ ვიცი… ექიმები, ექთნები, თანამშროლები…

მერე ჩვენც გავიგეთ ეს ამბავი და სხვის ანგარიშებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ 60 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ ერთ დღეში!

მაგრამ ყველაზე დიდი ჩემპიონი, ჩემი ახალი მეგობარი, სოფიო ხარშილაძე მგონია, პატარების დედა… რომელმაც თქვა რომ ზუსტად ისე იქნებოდა, როგორც მას სურდა! როგორც შვილებზე შეყვარებულ დედას უნდოდა!

ხოდა, სულ ორი წამით დავივიწყოთ ვინ საით მივდივართ და საით მიგვეჩქარება… ვის როგორ გვინდა და როგორ გამოგვდის… ვინ რა მოვიგეთ და ვინ რა წავაგეთ…

ყველამ, სულ ყველამ გავიმარჯვეთ!

სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე…

სინათლემ გაიმარჯვა სიბნელეზე…

სიყვარულმა სიძულვილზე და რაც მთავარია…

სიცოცხლემ! სიცოცხლემ! სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე!

ქრისტეს გზა როა… ღმერთის გზა როა… ჩვენში როა და ჩვენი ძალაა… აი, მაგ ძალამ გაიმარჯვა!

ნიაკოს და თათულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თათუს აღარ დასჭირდა თავის შულტირება, ნიას დღეს აუწყვეს თავის ქალა. ორივე გონზეა და ემოციებს კი იხარე… ცოტა ცრემლებს ღვრიან, მაგრამ თვე ნახევარი მეც რომ მეძინოს და მწვადი არ შევჭამო, მეც ვიტირებ… ეს ხუმრობით, მაგრამ ახლა ნამდვილად გვაქვს საქმე გასაცინად… გასაღიმად… გასახარად!

წინ რთული და გრძელი რეაბილიტაციის პროცესია, მაგრამ ისეთი მაგარი გოგოები არიან… ისეთი… ისეთი…

დედამიწას გადადგამენ და თავის თავს კი არა ჩვენც კი მოგვხედავენ…

დედამიწის ანგელოზებო… ასეთი ხუმრობები აღარ იყოს!

სამყარო უნდა გააფერადოთ!“,- წერს სანდრო ელოშვილი ფეისბუქში.

„გიჟური თავდადების და უზომოდ დიდი სიყვარულის შედეგად 60 000 ლარი ჩავურიცხე ნიაკოს და თათულის დედას და ამ დროს ისეთი რამ მოხდა…“ – სანდრო ელოშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 1 ლარიც მნიშვნელოვანია გოგონების სიცოცხლის გადასარჩენად…“ – ხაშურში ავარიის შედეგად დაშავებულ დებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ

„მთავარი სიგელი ცხოვრებაში, როცა სიტყვები ზედმეტია“ – ავარიის შედეგად დაშავებული დების, ნიაკოს და თათულის კლასელებმა ექიმებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g