LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ძაბირაძე: „ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, მორჩილი იქნება – მისი კანდიდატად დასახელებით პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ“

251
ვახტანგ ძაბირაძე და მიხეილ ყაველაშვილი

„ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, ის იქნება მორჩილი და ყველა იმ პირობას დააკმაყოფილებს, რასაც გუნდი ეტყვის – პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება შეაფასა.

მისი მოსარზებით, პრეზიდენტობის კანდიდატი მორჩილების ნიშნით შეირჩა.

ხატია დეკანოიძე: „ივანიშვილმა პრეზიდენტ ტომარად გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, უზრდელი, აშშ/ევროკავშირის მაგინებელი – ახლა მანდატები კარგად შეინახეთ, „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს“

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევდნენ ერთგულების და მორჩილების ნიშნით. ალბათ, სხვა ვერ მოძებნეს უკეთესი და ყაველაშვილი დაასახელეს. ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, ის იქნება მორჩილი და ყველა იმ პირობას დააკმაყოფილებს, რასაც გუნდი ეტყვის.

საკმაოდ ცნობილი და აქტიური პირია. ვინც ადევნებდა თვალს მის გამოსვლებსა და პოზიციებს, მგონი, მათთვის გასაგებია ყველაფერი. ზოგადად, ამ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ. არც კი ვიცი, სხვა რა უნდა ვთქვა“. – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ვახტანგ ძაბირაძემ.

ბიძინა ივანიშვილი: „მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც, ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერებაა, დარწმუნებული ვარ, ის პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას სრულად დაუბრუნებს“

ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g