LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „იქ სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, სიმართლე უნდა ითქვას, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატურა?“

169
ნიკა მელია და მიხეილ ყაველაშვილი

„იქ სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, სიმართლე უნდა ითქვას, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატურა?“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მიხეილ ყაველაშვილ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მისი კანდიდატურა გასაკვირი არ არის:

კახა კალაძე: „მიხეილ ყაველაშვილი ღირსეული ადამიანი და პატრიოტი კაცია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს“

„რატომ არის ეს გასაკვირი? იქ სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, სიმართლე უნდა ითქვას, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატურა?

ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში, მოემსახურება ამ რეჟიმის რყევასა და ჩამოშლას“. – განაცხადა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე: „ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, მორჩილი იქნება – მისი კანდიდატად დასახელებით პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ“

ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.

მიხეილ ყაველაშვილი:„განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას… გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მით უმეტეს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო კონსტიტუცია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g