LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: „ვერ იქნება ვერანაირი პრეზიდენტის არჩევა ლეგიტიმური მაშინ, როდესაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია პარლამენტს“

122
თეონა აქუბარდია

„ვერ იქნება ვერანაირი პრეზიდენტის არჩევა ლეგიტიმური მაშინ, როდესაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია პარლამენტს“ – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდია პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.

„ვერ იქნება ვერანაირი პრეზიდენტის არჩევა ლეგიტიმური მაშინ, როდესაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია პარლამენტს. ჩვენ ნათქვამი გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ამ უკანონო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ არამხოლოდ პარლამენტიდან, არამედ მათ შორის საკრებულოებიდანაც“, – აცხადებს თეონა აქუბარდია.

ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე: „ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, მორჩილი იქნება – მისი კანდიდატად დასახელებით პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ“

ხატია დეკანოიძე: „ივანიშვილმა პრეზიდენტ ტომარად გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, უზრდელი, აშშ/ევროკავშირის მაგინებელი – ახლა მანდატები კარგად შეინახეთ, „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g