უკვე მესამედ, რეპერს – Diddy გირაოს სანაცლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.
ჰიპ ჰოპ არტისტი აქამდე პატიმრობიდან გათავისუფლებას და შინაპატიმრობაში ყოფნას, 50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.
Diddy 4 ნოემბერს გისოსებს მიღმა, 55 წლის წლის გახდა. უკვე 10 კვირაა, რაც ის ბრუკლინის ციხეშია, სადაც სკანდალური ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული. პროკურატურის მტკიცებით, რეპერი თავის ბიზნესიმპერიას ბოროტად იყენებდა.
ამასთან, აშშ-ის საოლქო სასამართლომ, არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა ინფორმაციის გაუთქმელობასთან დაკავშირებით. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე საჯაროდ საუბარი აკრძალვოდა.
Diddy-ის სასამართლო პროცესი 5 მაისსს ჩაინიშნა.