ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მწერალი, გიორგი კეკელიძე ეხმაურება. როგორც კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, ახლა დუმილის დრო არ არის.
„დუმილი – ოქროა. მაგრამ არის დრო, როცა ოქრო იქცევა ვერცხლად და ვერცხლი იქცევა ოცდაათად“ – წერს კეკელიძე.
შეგახსენებთ, წუხელ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.
სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები.
თავის მხრივ დემონსტრანტები საპოლიციო ძალების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მომიტინგეები ცდილობდნენ სხვადასხვა კონსტრუქციით ბარიკადების აღმართვასაც, რათა სპეცრაზმისთვის გზა ჩაეხერგათ. სამართალდამცველები აქციის მიმდინარეობისას პერიოდულად აკავებდნენ მომიტინგეებს, არიან დაშავებულები.
შეგახსენებთ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას – საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
დუმილი – ოქროა. მაგრამ არის დრო, როცა ოქრო იქცევა ვერცხლად და ვერცხლი იქცევა ოცდაათად.
Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on შაბათი, 30 ნოემბერი, 2024