LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ დააბრალებთ ამ პროტესტს ძალმომრეობას, ქუჩას ალაგებენ, ერთმანეთს იცავენ, სამკაულად ატარებენ აირწინაღს და თოვლის სათვალეს!“ – დრამატურგი პაატა ციკოლია

754
პაატა ციკოლია

დრამატურგი პაატა ციკოლია, რომელიც თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აქტიურად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს.

„ამ ბრძოლაში უფრო სუსტები რომ შევდივართ, ეს არის იმათ კისერზე, ვისაც აქამდე შეეძლო რამე ექნა და არ გააკეთა.. ერთად ვერ დასხდნენ და ერთიანი განცხადება ვერ გააკეთეს, რას უნდა ველოდოთ მათგან?“ – პაატა ციკოლია

პაატა ციკოლია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ამ პროტესტს ძალმომრეობას ვერავინ დააბრალებს:

„ჩემს ბავშვობაში, იმ ავი, გარყვნილი უპრინციპობიდან ამოზრდილ დროში გოგოებს რომ მოსწონებოდი, საჯაროდ უნდა დაგეჩაგრა ვინმე.

დღეს ნაგავს აგროვებენ, ქუჩას ალაგებენ, ერთმანეთს წყალს და საჭმელს უზიარებენ, ერთმანეთს იცავენ, ქალაქზე ზრუნავენ და ძალით და ჩაგვრით კი არა, სიკეთით, ზნეობით აწონებენ თავს ერთმანეთს. სამკაულად ატარებენ აირწინაღს და თოვლის სათვალეს!

ვერ დააბრალებთ ამ პროტესტს ძალმომრეობას. არ დაჰბრალდება!“, – წერს პაატა ციკოლია სოციალურ ქსელში.

ჩემს ბავშვობაში, იმ ავი, გარყვნილი უპრინციპობიდან ამოზრდილ დროში გოგოებს რომ მოსწონებოდი, საჯაროდ უნდა დაგეჩაგრა ვინმე….

Posted by პაატა ციკოლია on ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024

ფოტო სლაიდზე: ნიკოლოზ ურუშაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g