ბრიტანული ბენდის – Blue კონცერტი, რომელიც თბილისში 4 დეკემბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ივენთ კომპანიამ – Sparks ,,ფორტუნა პლუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ კონცერტის ,,დაქენსელების” გადაწყვეტილება ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიიღო.
ამ ეტაპზე, კონცერტის ჩატარების ახალი თარიღი უცნობია.
ოფიციალურ განცხადებას ორგანიზატორები კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით, უახლოეს საათებში გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის – Blue კონცერტი 4 დეკემბერს, Sparks-ის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში იყო დაგეგმილი.
ფილარმონიაში ბრიტანული ბენდის – Blue კონცერტი გაიმართება