LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არამდგრადია, 4 პარასკევი აქვს ამ პოსტზე დარჩენილი და მისი განცხადებები გასაკვირი არაა – ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა“

159
სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახოძე

„სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნულით პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აქციებზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე საუბრობს.

ირაკლი კობახიძე: „ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“

კობახიძის თქმით, პრეზიდენტს 4 პარასკევი აქვს ამ პოსტზე დარჩენილი და მისი ეს ემოციური განცხადებები გასაკვირი არაა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა, ამ დღეების განმავლობაში, ამ მიტინგებზე“:

ირაკლი კობახიძე: „ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით – ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას? ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი“

სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია თანავუგრძნოთ მას. მას აქვს დარჩენილი 4 პარასკევი და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მისი ემოციური განცხადებები არავისთვისაა გასაკვირი.

პრეზიდენტი: „სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს – ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს“

France Inter-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ის რუსეთის დახმარებით და რუსული სისტემით ოსტატურად მოიპარეს“.

კი, პოლიციელები, მისი განცხადებით, იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები – ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა, ამ დღეების განმავლობაში, ამ მიტინგებზე“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა: „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო დასრულება ვერ შეძლეს, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით, აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g