LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მინდა ჩემი ბისი ჩემს ქვეყანას მივუძღვნა, იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც ამ წუთებში აქციაზე დგანან და ევროპული ფასეულობებისთვის იბრძვიან რუსული გავლენის წინააღმდეგ“ – ლიზა ბათიაშვილის მიმართვა პარიზის ფილარმონიის სცენიდან

782
ლიზა ბათიაშვილი

მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა პარიზის ფილარმონიაში კონცერტი გამართა.

კონცერტის დასასრულს, მუსიკოსმა მაყურებელს მიმართა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს ბახის კანტატა – „გიხმობ შენ, უფალო ისეო ქრისტე“ მიუძღვნა.

„მე მინდა დღეს საღამოს ჩემი ბისი ჩემს ქვეყანას მივუძღვნა, იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც ამ წუთებში აქციაზე დგანან და ევროპული ფასეულობებისთვის იბრძვიან რუსული გავლენის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ლიზა ბათიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g