ოთხი თვითმფრინავი დაეჯახა ერთმანეთს ერთსა და იმავე აეროპორტში და თან სულ რამდენიმე საათის სხვაობით. Daily Record-ის ინფორმაციით, ლაინერებს ფრთები დაუზიანდათ.
როგორც ზუსტდება, პირველი ინციდენტი ბოსტონის ავიაბაზაში 25 ნოემბერს მოხდა, როცა Frontier Airlines-ის დალასისკენ მიმავალი თვითმფრინავი American Airlines-ის ლაინერს დაეჯახა, ეს უკანასკნელი ამ დროს ლონდონიდან ბრუნდებოდა. დაჯახების შედეგად ორივე ხომალდმა ფრთები დაიზიანა, აეროპორტში კი ნამდვილი ქაოსი დაიწყო. ყველა მგზავრი თუ ეკიპაჟის წევრი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა.
სულ რამდენიმე საათის შემდეგ იმავე აეროპორტის ტერიტორიაზე ერთმანეთს JetBlue-ს ბორტი Cape Air-ის ლაინერს დაეჯახა. პირველი მათგანი ცარიელი იყო, მეორეს ბორტზე კი რამდენიმე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. Cape Air-ის ორი პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.