LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს

676
Capture

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედში“გადაიყვანეს.

როგორც პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, ალეკო ელისაშვილს დამატებითი კვლევები ესაჭიროება. მას ფერდის არეში აღენიშნება დაზიანებები. ასევე ნახეთქი დაზიანებები აქვს სახის არეში.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზეა დაკავებული,

პროკურატურის  ინფრმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მან აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g