LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ 400 000-იან Audi R8-ს შეიძენთ, საჩუქრად ყურსასმენს მიიღებთ

45

კომპანია Audi-მ ათი განსაკუთრებული სუპერქარი R8 ავსტრალიის ბაზრისთვის გამოუშვა. სერიამ სახელწოდება Neuberg Edition მიიღო. თითოეული ავტომობილი 402 500 ავსტრალიური დოლარი ღირს, რაც 300 000 ამერიკული დოლარის ექვივალენტია. ავტომობილთან ერთად კომპანია კლიენტებს სასაჩუქრე ნაკრებებსაც გადასცემს.

კომპლექტი Samsung Galaxy Tab S2-ს მოიცავს, სადაც ავტომობილის ფოტოები და ვიდეოებია ჩატვირთული, ასევე ნაკრებში ყურსასმენი Bang & Olufsen H6 შედის.

Audi R8-ს განსაკუთრებული მოდიფიკაცია 5,2 ლიტრიანი V10 ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 610 ცხენის ძალაა. ნულიდან ას კილომეტრს სრულამძრავიანი კუპე 3,2 წამში ავითარებს.

Neuberg Edition-ისთვის ძარის ოთხი ფერია ხელმისაწვდომი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები