LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა მანჯავიძე: „დიდი შავი წერტილი ჩემთვის ოპოზიციის დასასრულია…“

915
ზურა მანჯავიძე

მომღერალი და ტელეწამყვანი ზურა მანჯავიძე ჟურნალ „გზას“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარ მოსაზრებას უზიარებს:

„ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, არც ერთ ჭკუათმყოფელს არ მოეწონება, რაც ხდება. ყველამ უნდა იცოდეს, ძალადობა ყოველთვის ძალადობას შობს. არ მომწონს აქციის დაზარალებული მონაწილეების ცქერა და არც ის, მათი ნაწილი როგორ იქცევა. პოლიციას ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს რომ ესვრის. როცა პოლიციის კორდონი დგას და შენკენ ნაბიჯს არ დგამს, მაგრამ შენ მისკენ მიდიხარ, რაღაც საგნებს ესვრი, მათი მხრიდან რეაქცია აუცილებლად მოჰყვება. ყველამ უნდა იცოდეს, შეიგნოს, სამართალდამცველებზე ძალის გამოყენება არ შეიძლება.

აქცია მშვიდობიანი არის იმ მომენტამდე, სანამ თავად არ ესვრი სხვადასხვა საგანს, არ გადახვალ შეტევაზე და შენობაში შეჭრას არ შეეცდები. როგორც კი ამ ნაბიჯს დგამ, ის უკვე სცდება მშვიდობიანი აქციის ფარგლებს. ეს უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც იქ მართლა მშვიდობიანად დგანან და ასეთი ბევრია. თუ ეს მშვიდობიანი ხალხი იმ რადიკალურ ჯგუფებს თავად ვერ გაუმკლავდება, შეძლებისდაგვარად, ამ ექსტრემისტებს უნდა გაემიჯნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც თანამოაზრეები გამოდიან…“

აჩიკო ბერიძე: „ამ ყველაფრიდან უსხლტება საქართველო და როგორ ვბედავთ თურმე! ვინც დადიოდა ევროპარლამენტში და ითხოვდა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას და ჩვენი ქვეყნის დასჯას, იმათზე არ ბრაზდებიან, მათ გვერდით დგანან“

ზურა მანჯავიძე ჟურნალ „გზასთან“ ვრცელ ინტერვიუში ასევე იმას ამბობს, რომ ემოციების მოთოკვის დრო დადგა:

„ყველამ უნდა დაიოკოს ემოცია, დიალოგის და არგუმენტების მოსმენის რეჟიმში უნდა გადავიდეთ. ის ნუ კი ჰგონიათ, რომ მათი სიტყვა და აზრია ერთადერთი ჭეშმარიტება. ბოლშევიკურ, ფაშისტურ ნარატივს უნდა შეეშვან, არ უნდა იძახონ, ან ჩემთან ერთად იდგები, ან ჩემი მტერი ხარო. ახალი არჩევნები რატომ უნდა ჩავატაროთ, „ხოშტარიებს“ წაგება რომ არ მოსწონთ? რადიკალებმა ძალიან კარგი სიმბოლო აირჩიეს საკუთარი თავისთვის. დიდი შავი წერტილი ჩემთვის ოპოზიციის დასასრულის სიმბოლოა. პატრონს ნელ-ნელა ჩაბარდებიან, ბოლო გაფართხალება აქვთ..“

„მე ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი ქოცი, რომელიც იყო კმაყოფილი იმით, რომ მოგვაშორეს სისხლიანი და უსამართლო რეჟიმი, მაგრამ ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რაც ახლა ხდება“ – ირმა სოხაძე

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g