ბათუმში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, სხვადასხვა ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა.
თუნუქის ნარჩენები, კორპუსის ეზოში გაჩერებულ ავტომობილებს დაეცა და დააზიანა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოქალაქეები ზარალის ანაზღაურებას და სახურავების აღდგენას ითხოვენ.
ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ცალკეულ უბნებში მწვანე ნარგავებიც დაზიანდა, ასევე ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოიგლიჯა, დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.