LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ქვეყანა 3 000 წელია არსებობს და კიდევ ბევრ მტერს გაისტუმრებს! დღეს 17:00 საათზე ყველანი მამა შალვასთან!“ – ზურა ხაჩიძე

518
ზურა ხაჩიძე, დეკანოზი შალვა კეკელია

გუშინ, 13 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამართული საპროტესტო მსვლელობისას, კერძოდ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, დეკანოზ შალვა კეკელიასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას მომღერალი ზურა ხაჩიძე ეხმაურება სოციალურ ქსელში და საზოგადოებას დეკანოზ შალვა კეკელიას მხარდასაჭერად, დღეს, 17:00 საათზე ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში მისვლისკენ მოუწოდებს.

„ეს ქვეყანა 3000 წელია არსებობს და კიდევ ბევრ მტერს გაისტუმრებს!

ქრისტიანობა და საქართველო მარადიულია, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია!✊🇬🇪

დღეს 17:00 საათზე ყველანი მამა შალვასთან!“, – წერს ზურა ხაჩიძე.

ვიდეო: „ეკლესიაში მოგვივარდნენ – „მოღალატეებო, ეკლესიის, ქვეყნის მტრებო გამოდითო“… კომუნისტების დროს ხდებოდა ეგრე, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა… აი, რატომ მეძახიან ქვეყნის მოღალატეს? რა გავაკეთე ისეთი?!“ – მამა შალვა კეკელია

ცნობისთვის, შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.

გიორგი ზვანელი: „ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც აქციის დროს შალვა კეკელიასთან მივიდა, სრულიად მშვიდად ვთხოვე ორ შეკითხვაზე გაეცა პასუხი… არავის უგინებია პატრიარქი და ეკლესია“

ჭავჭავაძის გამზირზე გამართული ერთ-ერთი საპროტესტო მსვლელობის მონაწილე, გიორგი ზვანელი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, დეკანოზ შალვა კეკელიასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მამა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ ის ძალადობას გმობს და ამაზე ქადაგების დროსაც საუბრობს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეების სხვადასხვა შეძახილის საპასუხოდ კეკელიამ განაცხადა: „ჩვენი ქვეყნის ერთგული ვარ. ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს“.

ვიდეო: „ჩვენი ქვეყნის ერთგული ვარ, ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს“ – მამა შალვა კეკელია აქციის მონაწილეებს

„ერს ვინც ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს“ – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g