„მადლობა საქართველო! მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელიც არასოდეს შეწყვეტს თავისუფლებისათვის ბრძოლას“ – ამის შესახებ ქართველმა სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა ჩემპიონის ტიტულის დაცვის შემდეგ, ნიუ-ჯერსიში განაცხადა და საზოგადოებას მიმართა.
36 წლის ქართველმა სპორტსმენმა აშშ-ში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობა კარიერაში პირველად მიიღო:
„მადლობა საქართველო! მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელიც არასოდეს შეწყვეტს თავისუფლებისათვის ბრძოლას… მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს მეგობრებს… ყოველთვის ვეცდები, რომ გაგახაროთ და ქართული დროშა ზემოთ ავწიო“ — განაცხადა ლევან საგინაშვილმა, KING OF THE TABLE -ის ჩემპიონის ტიტულის დაცვის შემდეგ, რომელიც ნიუ-ჯერსიში გაიმართა.
ცნობისთვის, მკლავჭიდში, EAST WEST-ის ღონისძიებაზე 36 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა ამერიკელი ჯერი კადორეტი დაამარცხა. საგინაშვილმა მეტოქეს ოთხივე რაუნდი მოუგო. საგინაშვილმა მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი დაიცვა.
🇬🇪🏆 ლევან საგინაშვილის კომენტარი ჩემპიონობის შემდეგ: "მადლობა ქართველებო! ❤️🇬🇪" "ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს თავისუფლებისთვის ბრძოლას! ✊🇬🇪". #მკლავჭიდი #საგინაშვილი #Saginashvili
Posted by Geo Fans on შაბათი, 14 დეკემბერი, 2024