LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბა ლაითურიდან სოფელ ცეცხლაურის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა-ლაითურიდან სოფელ ცეცხლაურის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის 4.7 კმ-იანი მონაკვეთის და მდინარე ჩოლოქზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას მიმდინარეობს.
სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთანე ერთად გაეცნო.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღნიშნული გზა გურიის სოფლებს აჭარის სოფლებთან აკავშირებს.
ამ ეტაპზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი  და კეთდება მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. საავტომობილო გზა საგზაო ნიშნებით აღჭურვა და მონიშნვა. მოეწყობა ბეტონის პარაპეტები.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 540 153 ლარს შეადგენს. პროექტი 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წლის თებერვალში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები