LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „ბევრი მადანაშაულებს, რომ ივანიშვილი მე ჩამოვიყვანე, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ის უკვე რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო სოლოლაკში“

258
მიხეილ სააკაშვილი

„დაიტოვეს“ ჯგუფში ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში. მინდა ამ ადამიანებს ვუპასუხო, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ხალხისთვის ამეხსნა, თუ რა საფრთხის წინაშე ვიყავით, ამის იქით მაშინ უნდა გაგვეუქმებინა არჩევნები და მეც დიქტატურად გადავქცეულიყავი და ამ როლისთვის მე სრულიად გამოუსადეგარი ვიყავი“, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „მისი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია და დემოკრატიას ახასიათებს ზიგზაგები“.

„კიდევ ერთი – ბევრი მადანაშაულებს შეცდომით, რომ მე ჩამოვიყვანე ივანიშვილი.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ივანიშვილი უკვე რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო სოლოლაკში და შევარდნაძემ მას ერთი-ორჯერ სახელმწიფო მინისტრობაც კი შესთავაზა, თუმცა ივანიშვილმა მაშინ უარი თქვა – ეტყობა ჯერ კურატორებისგან ინსტრუქცია არ იყო მიღებული“, – წერს მხიეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

„დაიტოვეს“ ჯგუფში ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში. მინდა ამ ადამიანებს ვუპასუხო მე ყველაფერი…

Posted by Mikheil Saakashvili on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g