2024 წელი დასასრულს უახლოვდება და კომპანიები განვლილი თორმეტი თვის შეჯამებას იწყებენ. Apple-მა წლის საუკეთესო აპლიკაციები გამოავლინა. წელს, Apple-მა გამარჯვებულები თორმეტ კატეგორიაში გამოავლინა, როგორც iPhone-ის და Mac-ის, ასევე Apple TV-ის და Apple Vision Pro-ს ჭრილში.
iPhone-ისთვის შექმნილი საუკეთესო აპლიკაციის ტიტული წელს Kino-მ მიიღო. მისი ფუნქციონალი საკმაოდ მარტივია, მიზანი ვიდეოების დამუშავებაა. Kino $9.99 ღირს, ხოლო მომხმარებლები მას ხუთიდან 4.8 ქულით აფასებენ.
iPhone-ისთვის შექმნილი საუკეთესო ვიდეოთამაშის ტიტული AFK Journey-მ მიიღო.
iPad-ისთვის შექმნილი საუკეთესო აპლიკაციის ტიტული მუსიკალურმა აპლიკაცია Moises-მა მოიპოვა.
Mac-ისთვის შექმნილი საუკეთესო აპლიკაციის წოდება ტექნოლოგიურ სფეროში ყველასთვის კარგად ნაცნობი Adobe-ის ფლაგმანურმა პროდუქტმა, Adobe Lightroom-მა მიიღო. სიაში ასევე განთავსდნენ აპლიკაციები: Squad Busters, Thank Goodness You’re Here!, Lumy…