LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგას ახალი სიმღერის კლიპში მონაწილეობას როუზი იღებს

144
hq720 (2)

ქსელში ლედი გაგას ახალი კლიპის გადასაღები მოედნიდან ფოტოები გავრცელდა. სურათებზე, არტისტის გარდა სამხრეთ კორეული გოგონათა ჯგუფის – Blackpink ერთ-ერთი წევრი, როუზია აღბეჭდილი. ამ უკანასკნელმა ახლახან, სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი – Rosie წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ გაგასა და როუზის კოლაბორაციის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, მის შესახებ ტაბლოიდებთან ინსაიდერმა ისაუბრა. წყაროს თქმით, მუსიკოსებმა ახალ სიმღერაზე ითანამშრომლეს, რომელიც ვიდეოს თანხლებით გამოვა და ლედი გაგას მეშვიდე სტუდიური ალბომის მომავალი სინგლი იქნება. დისკის რელიზი თებერვალში იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი და მისი სახელწოდება ამ დრომდე არ ხმაურდება.

მუსიკალური რგოლის გადაღებებზე Sexy Redd და ბრუნო მარსიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათი ფოტოები არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ ლედი გაგამ მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლი – Disease 25 ოქტომბერს, ხოლო მისი კლიპი 30 ოქტომბერს გამოუშვა.

ვიდეო: ლედი გაგა ახალ კლიპში საკუთარ დემონებს ებრძვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები