ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
ქალაქში გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, სადაც ახალციხელებს წინასაახალწლო განწყობა ქართული ესტრადის მომღერლებმა – ნუცა ბუზალაძემ, მირზა მოდებაძემ და სოფო პაპუაშვილმა შეუქმნეს.
ღონისძიებას ეკო ფანგანი უძღვებოდა.
მოეწყო საშობაო ბაზრობა, საახალწლო ნაკეთობებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.
დედაქალაქსა და რეგიონში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, ახალციხეში გამართულ კონცერტს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
კონცერტზე ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძესა და დავით ახალკაცს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც პოლიციამ ახალკაცი დააკავა.
ახალციხეში, საახალწლო ღონისძიებაზე პარტია „ახალის” ოფისის წარმომადგენელი დააკავეს