LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გეყოფათ ოცნება, დაუბრუნდით რეალობას“, „საქართველოს მოქალაქეები ვერასოდეს შეეგუებიან ძალადობრივად იმის წართმევას, რაც ეკუთვნით“ – სამოდელო სფეროს წარმომადგენლები თბილისში მიმდინარე აქციას უერთდებიან

435
მოდელები

სამოდელო სფეროს წარმომადგენლები თბილისში მიმდინარე აქციას უერთდებიან.

მათი აქცია-მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა და კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოთხოვნები, რომლებიც პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ეხება.

როგორც აქციაზე მყოფმა კრისტი ყიფშიძემ აღნიშნა, ხალხი რეალობას უნდა დაუბრუნდეს.

„გეყოფათ ოცნება, დაუბრუნდით რეალობას. გონს მოდით ხალხო. ძალიან რთული მდგომარეობაა და ეს ყველაფერი მალე უნდა დამთავრდეს. მოვითხოვ პატიმრების თავისუფლებას და არჩევნებს, ოღონდ არა გაყალბებულს,“ – აღნიშნა კრისტი ყიფშიძემ.

ნუკი კოშკელიშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერასოდეს შეეგუებიან ძალადობრივად იმის წართმევას, რაც ეკუთვნით.

„მე მგონი, არცერთ ევროპულ ქვეყანას მსგავსი სულისკვეთება არ უნახავს, რასაც ხედავენ საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო არის ევროპა, იყო და იქნება და ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ვიყოთ ევროპის ნაწილი. ადამიანები არ ნებდებიან, ადამიანები არიან გაბრაზებულები და ვერასდროს შეეგუებიან ძალადობას და ძალადობრივად იმის წართმევას, რაც გვეკუთვნის,“ – ნუკი კოშკელიშვილი.

ფოტო: პუბლიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g