„ორუელმაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმად, მანქანა, რომელშიც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქცია იყო მოთავსებული, საპატრულო პოლიციამ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა.
„დღეს ორუელმა გადმოგვხედა და გაოცდა, მანაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება“, – წერს პრეზიდენტი.
„გრინჩივით მოიპარა სცენა პოლიციამ რაც არის კომიკური სიტუაცია… პრეზიდენტმა დააანონსა ხალხისთვის მიმართვა“ – ბაია პატარაიას ინფორმაციით მანქანა, რომელშიც სცენისთვის საჭირო კონსტრუქცია იყო განთავსებული პატრულმა საჯარიმო სადგომზე გადაყვანა
კავშირის „საფარი“ ხელმძღვანელის განცხადებით, მანქანა, რომელშიც სცენისთვის საჭირო კონსტრუქცია იყო განთავსებული საპატრულო პოლიციამ ჯერ დაათვალიერა, ხოლო შემდეგ საჯარიმო სადგომზე გადაყვანა.