LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს“ – მიხეილ სააკაშვილი

336
მიხეილ სააკაშვილის განცხადება

„სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი წერს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი „ფეისბუქ პოსტი“ შინაარსით – „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“, არასწორად გავრცელდა. სააკაშვილმა მოგვიანებით, აღნიშნული განცხადება დაარედაქტირა და დაწერა, რომ ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.

„შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება. პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია. რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს. ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის”, – წერს სააკაშვილი განახლებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მანამდე მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“.

შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება. პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების…

Posted by Mikheil Saakashvili on კვირა, 22 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g