LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„27 დეკემბერს ჩავატარებთ 3-საათიან საქველმოქმედო ვორქშოპს ლაფერას დასახმარებლად, მონაწილეობის ღირებულება – 50 ლარი, შემოსული თანხა სრულად ჩაერიცხება გიორგი ლაფერაშვილს“ – გიორგი კალატოზიშვილი

467
გიორგი კალატოზიშვილი

საზოგადოება ჟურნალისტ გიორგი ლაფერაშვილის მხარდასაჭერად ერთიანდება – მას პროგრესირებადი ენცეფალიტი აქვს, ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და ფინანსური დახმარება ესაჭიროება.

„ჟურნალისტს, 3 ტყუპის მამას, ჩვენს ლაფერას ვჭირდებით, უნდა გადავარჩინოთ“ – გიორგი ლაფერაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

27 დეკემბერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ლექტორი, ტრენერი და ბიზნეს ქოუჩი გიორგი კალატოზიშვილი გიორგი ლაფერაშვილის დასახმარებლად 3-საათიან საქველმოქმედო ვორქშოპს ჩაატარებს.

გიორგი კალატოზიშვილი: „ჩვენი მეგობრის და უსაყვარლესი ადამიანის დასახმარებლად ჩავატარებ 3-4 საათიან ტრენინგს, ფასი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, შემოსული მთელი თანხა გადაირიცხება გიორგი ლაფერაშვილთან“

როგორც გიორგი კალატოზიშვილი აღნიშნავს, ვორქშოპში მონაწილეობის ღირებულება 50 ლარია, შემოსული თანხა კი სრულად ჩაერიცხება გიორგი ლაფერაშვილს:

„27 დეკემბერს ჩავატარებთ 3-საათიან საქველმოქმედო ვორქშოპს ლაფერას დასახმარებლად. ვორქშოპზე მონაწილეები ისწავლიან ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკას და იმუშავებენ საჯარო გამოსვლებზე. აქ გელით 3 საათი, მეტწილად პრაქტიკული სავარჯიშოები.

მონაწილეობის ღირებულება – 50 ლარი. ვორქშოპიდან შემოსული თანხა სრულად ჩაერიცხება გიორგი ლაფერაშვილს.

„ჯანმრთელობა არ არის ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია“, – წერს გიორგი კალატოზიშვილი.

გიორგი ლაფერაშვილის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ აქ:

TBC- #GE89TB1195145060622353 BOG – #GE10BG0000000525280365

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g