LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-ის ფორმულა ერთის  გუნდის ავტობუსი აუქციონიდან იყიდება

46

აუქციონის სახლი Bonhams პარიზში, თებერვლის თვეში ავტობუსს გაყიდის, რომელიც ფორმულას გუნდს Scuderia Ferrari-ს ეკუთვნოდა. ამჟამინდელი მფლობელი, რომელმაც ავტობუსი ბორბლებიან სახლად აქცია, გეგმავს მისგან 125-250 000 ევრო გამოიმუშავოს.

ის 12 მეტრიანი ტურისტული ავტობუსის Iveco Domino Orlandi HDH-ის ბაზაზეა აწყობილი. მას 2001 წლიან 2005 წლამდე სტრატეგიული შეხვედრებისა და ინტერვიუებისთვის იყენებდნენ. ორიგინალი კონფიგურაციით, სალონი ორ ოთახად იყო გადაწყვეტილი, რომლებსაც ცალ-ცალკე შესასვლელი ჰქონდათ.

თითოეული მათგანი დაკომპლექტებული იყო ტელევიზორით, კომპიუტერის მაგიდით, თანამგზავრული ტელეფონით, ინტერნეტით, გარდერობითა და ფიზიოთერაპიული მაგიდით, რომელიც რბოლის შემდეგ ძალების აღსადგენად გამოიყენებოდა.

2009 წელს ის სააბაზანო ოთახით, ტუალეტით, გათბობის ავტონომიური სისტემებითა და ჰაერის კონდინცირებით, ასევე საშინაო კინოთეატრითა და ორ საწოლიანი ლოგინით აღჭურვეს.

Domino Orlandi HDH აღჭურვილია 380 ცხენის ძალიანი, რვადიაპაზონიანი ავტომატით. მისი გარბენი 90 000 კილომეტრია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები