მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც აქტიურად არის ჩართული საქართველოში მომდინარე საპროტესტო აქციებში, სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის ფონდის შექმნას ეხმაურება.
მსახიობი წერს, რომ ნიკა გილაურის გააქტიურებას „ეჭვის თვალით უყურებს“.
„გილაურის ფონდის შექმნას, ასე იდეაში კარგი მიზეზი აქვს, მაგრამ დავიტოვებ უფლებას, ეჭვის თვალით ვუყურებდე მის გააქტიურებას”, – დაწერა ნანკა კალატოზიშვილმა. მოგვიანებით კი კომენტარში განმარტა, რა გახდა მისი ეჭვის მიზეზი.
„ზოგადად, ახალი ერა, ახალი ხალხით რომ იწყებოდეს და წრეზე არ ვიაროთ ქრონიკულად, მეტ პროგრესს მოუტანდა ამ ქვეყანას. ზუსტად ამიტომ ვუყურებ ეჭვის თვალით. ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გააჩნდეს. უბრალოდ ამ ფონდის მერე, მისი პოლიტიკაში გამოჩენა, სხვა რამის მანიშნებელი იქნება ჩემთვის. მეც ხომ მაქვს უფლება პირადი აზრების და ეჭვების.“
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აქციაზე ნაცემი და დაშავებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების, ასევე გაფიცული და სამუშაო ადგილებიდან წამოსული ადამიანებისთვის ფონდი დააფუძნა.
„მიზანი არ დაიმალება“ – ბაჩო დოლიძის პასუხი თაკო ჩარკვიანს