LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი უშიკიშვილი: „როცა შენ იმ კურსს შორდები, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის გადარჩენის გზაა, ეს უკვე წითელი ხაზია“

149
გიორგი უშიკიშვილი

„ძალიან მომწონს კუთხეების მიხედვით მარში. ამ ქვეყნის მთავარი მონაპოვარი ჩვენი მრავალფეროვნებაა. მაგალითად კახური და გურული სიმღერები ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, რომ შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ სხვადასხვა ქვეყნის სიმღერებია. ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა ძალიან ღირებული“, – ამის შესახებ მომღერალმა, გიორგი უშიკიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, უშიკიშვილმა განმარტა, სად გადის მისთვის წითელი ხაზი:

„ჩვენ რატომ გვებრძვიან, ვერ ვხვდები. არ გვაქვს არანაირ თანამდებობა, არავის ვეკვეთებით ბიზნესში. არაფერს ვითხოვთ. ჩვენ განსაკუთრებული ბიჭები და გოგოები კი არ ვართ. ვაგრძელებთ იმ აზრს, რაც უნდოდათ ჩვენ წინაპრებს და ლანძღვას ვიღებთ ამის გამო.

მომღერლებზე არაფერს ვამბობ, მაგრამ როცა ამბობ, ევროპაში წარმომიდგენია ჩემი ქვეყანაო, მაგრამ ხალხს, ვისაც შენ გვერდით უდგახარ, ევროპამ და ამერიკამ დაასანქცირა და ირანში დადიან სტუმრად, შენ კი მათ კონცერტზე გამოდიხარ, გამოდის, ხალხსაც ატყუებ. მგონია, რომ გულწრფელობა არის ყველაზე სწორი. მაშინ გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან, „ჩვენ ვემხრობით მათ პოლიტიკას და ამაში ფულს ვიღებთ.“

მე არასდროს ვფიქრობდი, რომ „ოცნება“ იყო პროდასავლური, რა თქმა უნდა, ძალიან თანავუგრძნობ დაჭერილებს, ვინც დაასისხლიანეს, მაგრამ ჩემთვის წითელი ხაზი არის, როდესაც შენ შორდები იმ კურსს, რომელიც სუვერენიტეტის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალია, ჩვენი ქვეყანა რომ გადარჩეს, ჩვენი გზა არის ევროპაში. ჩემთვის ეს გზა არის მთავარი და დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანისთვის“, – ამბობს გიორგი უშიკიშვილი.

ვიდეო: ჭოხონელიძე „ოცნებას“: ვის უნდა დაუტოვოთ ქვეყანა? – იმ ადამიანებს, ვინც საპროტესტო აქციებს მართავენ, 30-ე დღეა და არ იღლებიან

ვიდეო: „როდესაც რუსთაველზე ვიდექი, ახალგაზრდების ჯგუფი იდგა და მღეროდა „ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია“, დავიწყე ტირილი ამდენ ხალხში…“ – რუსუდან ფეტვიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g