„ძალიან ბევრი გვაქვს საბრძოლველი, იმ პროფესიებში დაბრუნება, რომლებიც გვაქვს ადვილი არ იქნება“, – ამის შესახებ მომღერალმა, ნინო ქათამაძემ განაცხადა.
როგორც „TV პირველის“ ეთერში მომღერალმა აღნიშნა, რომ ნათელ მხარეს დგანან განათლებული, ღირსეული, განვითარებული და ნამდვილი ადამიანები, მეორე მხარეს კი ჯალათები.
„აქეთ სულ ჯალათობა, ტყუილი და მეორე მხარეს ნათელი და მებრძოლი ახალგაზრდები, რომლებიც არ დაფიქრებულან, ისე დგანან პირველ ხაზზე“, – განაცხადა ქათამაძემ.
მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და მის პროფესიაზე ამ პროცესის გავლენის შესახებ ისაუბრა და თქვა:
„სად უნდა დაბრუნდე?! ყველა თემაში პრობლემაა. საერთო სურათს რომ შეხედო, რა ხდება პროტესტის მხარეს და რა ხდება მიტაცებული ხელისუფლების მხარეს – აქეთ სულ ჯალათობა, ტყუილი და მეორე მხარეს ნათელი და მებრძოლი ახალგაზრდები, რომლებიც არ დაფიქრებულან, ისე დგანან პირველ ხაზზე.
ვიდეო: „როდესაც რუსთაველზე ვიდექი, ახალგაზრდების ჯგუფი იდგა და მღეროდა „ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია“, დავიწყე ტირილი ამდენ ხალხში…“ – რუსუდან ფეტვიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე
ფეტვიაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ წინსვლა განაგრძოს.
მათ ჯალათობაზე ლაპარაკი აღარ მინდა, რადგან მათ თავიანთი საშინელი ისტორია უკვე დაწერეს. ისეთი იმედიანად და ბედნიერი ვარ, იმ ადამიანების გაცნობით, რომლებიც იქ დგანან. ნათელ მხარეს დგას განათლებული, ღირსეული, განვითარებული და ნამდვილი ადამიანი“. – განაცხადა ნინო ქათამაძემ.
გამოყენებულია Ezz Gaber-ის ფოტო