LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგიერთმა ისიც თქვა, ამ მარხვაში რა დროს მიტინგებიაო და ჰგონიათ, რომ მარხვა ლობიოს ჭამაა. მარხვა ზუსტად ამის გაძლებაა, ამ ბრძოლაში შესვლაა – ვინც ქუჩაში დგას, დიდი თუ პატარა, მართალია, იმიტომ რომ ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს იცავენ“ – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი 

139
დოროთე ყურაშვილი

დღეს, ვინც ქუჩაში დგას, დიდი თუ პატარა, მართალია იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალს იცავენ – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ისაუბრა.

მან საბჭოთა კავშირსა და დღევანდელ ხელისუფლების მოქმედებებს შორის პარალელი გაავლო და თქვა, რომ კომუნისტებმა თავის დროზე ხალხი იმის გამო დახოცეს, რომ მათი დაწერილი კანონები გააპროტესტეს. 

სასულიერო პირის თქმით, „ერს როცა არ დაუთმობ და დახოცავ, მაშინ მოგებულიც წაგებული ხარ“:

„დღეს რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში პარტიული დაპირისპირება, რა თქმა უნდა, მე ხმას არ ამოვიღებდი, რადგან ჩემთვის, როგორც მღვდლისთვის, სულ ერთია რომელი პარტია იქნება მმართველი. არც ერთ პარტიასთან არ ვყოფილვარ და არც ვიქნები მომავალში, მაგრამ დღეს არ არის ეს პარტიული დაპირისპირება, ორ ან სამ პარტიას შორის დაპირისპირება, არამედ ეს არის უკვე მმართველ პარტიასა და ხალხს შორის დაპირისპირება და უფრო მეტს გეტყვით, არა აწმყო ხალხს შორის, არამედ ჩვენ წარსულ, აწმყო და მომავალს შორის.

ხვალ რომ დაიბადება იმ ბავშვის მიმართებაშიც არის წინააღმდეგობა და ბრძოლა, რადგან ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი, რომ რუსეთი მუდმივად გვჩაგრავს და მისგან გაქცევა და თავისუფლება ეს ჩვენი სურვილია, ეს ჩვენი წყურვილია, ეს ჩვენი მისწრაფებაა რადგან ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე ერი.

კომუნისტებმა თავის დროზე დაწერეს კანონები და განუცხადეს ხალხს და ხალხმა არ მიიღო, არ მოეწონა და ის კი არ თქვეს, რომ კანონი არ ვარგაო, არამედ ხალხი არ ვარგაო, ხალხი დახოცეს. დღესაც იგივე ხდება. არჩევნებამდე ამბობენ, რომ ღირსებით შევდივართ ევროპაში, არჩევნების მერე ჩვენ არ მივდივართ ევროპაში. 

ეს ტყუილია, მოატყუეს ხო? გზა შეცვალეს. ეს გზა არ არის არც ამ მთავრობის არჩეული, არც წინა მთავრობის არჩეული და არც ამ 30 წლის მანძილზე არჩეული არაა, ეს ჩვენი გენეტიკის არჩევანია, ეს ჩვენი წინაპრების არჩევანია. ამიტომ, აქ მღვდლის დადუმება შეუძლებელია…

მე ვამბობ, რომ დღეს, ვინც ქუჩაში დგას, დიდი თუ პატარა, მართალია იმიტომ რომ ისინი იცავენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ქრისტემ თქვა- მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე. ეს სწორ გზაზე დგომას ნიშნავს და ნიშნავს ამით სიცოცხლეს და სად არის მაშინ ქრისტე დღეს? იქ არის, სადაც მართალ გზაზე დგანან და პირდაპირი მნიშვნელობით გზაზე დგანან და სადაც ქვეყანას იცავენ ამ ყინვაში, ამ მარხვაში. 

ზოგიერთმა ისიც თქვა, რომ ამ მარხვაში რა დროს მიტინგებიაო და ჰგონიათ, რომ მარხვა ლობიოს ჭამაა. მარხვა ზუსტად ამის გაძლებაა, ამ უბედურების გაძლებაა, ამ ბრძოლაში შესვლაა და არა ლობიოს შეჭამ, თუ ხორცს.

ამიტომ შეეწიოს ღმერთი ყველა სიმართლისთვის მებრძოლ ხალხს და გონს მოიყვანოს ყველა, ვინც ქართულ არჩევანს არა ჩვენს, არამედ მთლიან ქართულ არჩევანს გადაუხვია. გონს მოიყვანოს და დააყენოს სწორ გზაზე.

ერისთვის დათმობა არ არის წაგება, ერს როცა დაუთმობ, მაშინ შენ მოგებული ხარ და ერს როცა არ დაუთმობ და დახოცავ, მაშინ მოგებულიც წაგებული ხარ არათუ აქ, არამედ საუკუნოდ“. – თქვა სასულიერო პირმა.

გამოყენებულია Ezz Gaber-ის ფოტო

,,დღეს ეს არ არის პარტიული დაპირისპირება, არამედ ეს არის მმართველ პარტიასა და ხალხს შორის დაპირისპირება და უფრო მეტს გეტყვით,არა აწმყო ხალხს (დღევანდელ ადამიანებთან) შორის, არამედ ჩვენს წარსულ, აწმყოსა და მომავალს შორის. ხვალ რომ დაიბადება, იმ ბავშვის მიმართებაშიც ეს არის წინააღმდეგობა და ბრძოლა, რადგან ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი, რომ რუსეთი ჩვენ მუდმივად გვჩაგრავს და მისგან გაქცევა და თავისუფლება, ეს ჩვენი სურვილია, ეს ჩვენი წყურვილია, ეს ჩვენი მისწრაფებაა, რადგან ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი. კომუნისტებმა თავის დროზე დაწერეს კანონები, რომელიც არ მიიღო ხალხმა, არ მოეწონათ და ის კი არ თქვეს, რომ კანონი არ ვარგაო,არამედ ხალხი არ ვარგაო და ხალხი დახოცეს.დღესაც იგივე ხდება! არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ ჩვენ ღირსებით შევდივართ ევროპაში, არჩევნების შემდეგ – ჩვენ არ მივდივართ ევროპაში. ეს ტყუილია, მოატყუეს (იგ. ხელისუფლებამ ქართველი ერი), გზა შეცვალეს და ეს გზა არ არის ამ მთავრობის არჩეული, არც წინა მთავრობის არჩეული და არც საერთოდ ამ 30 წლის მანძილზე ჩვენი არჩეული არ არის, არამედ ეს ჩვენი გენეტიკის არჩევანია, ეს ჩვენი წინაპრების არჩევანია. ამიტომ აქ მღვდლის დადუმება შეუძლებელია. მე როცა ვკითხულობ პარაკლისის დროს, ესეთი სიტყვებია: ,,მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმინდანნი შენნი იხარებდენ", ეს იცით, რას ნიშნავს? შენმა მღვდელმა სიმართლე თქვასო და შენმა წმინდანებმა (მონათლული ადამიანები) გაიხარონო. მე თქვენ და ვინც მიცნობს და არ მიცნობს, ქუჩაში რომ შემხვდება, ახალგაზრდა იქნება თუ მოხუცი, ჩემგან კურთხევას ღებულობს და მამაოს მეძახის, ანუ მამად ვითვლები და როგორ შეიძლება ასეთ დროს მამა დადუმდეს? თქვენ წარმოგიდგენიათ ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მამის თვალწინ სცემენ, კლავენ და მამა დუმს! ამ ბავშვის ფსიქოლოგია წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება, როცა მამა ხმას არ იღებს? იგივე მდგომარეობაა დღეს ჩვენს ერთან მიმართებაში. წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: ,,ჩვენ ერთი შიში გვაქვს მხოლოდ და ეს შიშია, რომ არ შეგვეშინდეს არავისი ღმერთზე მეტად. ნუ იყოფინ შიშის გამო დადუმება! თქვენ სახარებიდან იცით, რომ ავაზაკი პირველი შევიდა სასუფეველში. იცით, ამ ავაზაკს არაფერი არ გაუკეთებია სასიკეთო მთელი თავისი ცხოვრება, ავაზაკი იყო, მაგრამ , როცა დაინახა, რომ მართალ კაცს აფურთხებდნენ და ყველა აგინებდა, მან ხმა ამოიღო და თქვა, ეს კაცი მართალიაო. დააკვირდით, ამის მეტი არაფერი არ გაუკეთებია, უბრალოდ თქვა, რომ ეს არის მართალი! და მე ვამბობ, რომ დღეს ვინც ქუჩაში დგას, დიდი თუ პატარა, მართალია იმიტომ, რომ ისინი იცავენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ქრისტემ თქვა: ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე", ეს რას ნიშნავს, იცით? სწორ გზას ნიშნავს, სწორ გზაზე დგომას ნიშნავს, სიმართლის (ჭეშმარიტების) გზაზე დგომას ნიშნავს და აი ამით სიცოცხლეს ნიშნავს. და სად არის დღეს ქრისტე? იქ არის, სადაც მართალ გზაზე დგანან და სადაც ქვეყანას იცავენ ამ ყინვაში, ამ მარხვაში. ზოგიერთმა ისიც თქვა, ამ მარხვაში რა დროს მიტინგებიაო და ჰგონია, რომ მარხვა ლობიოს ჭამაა. მარხვა ზუსტად ამის გაძლებაა, ამ უბედურების გაძლებაა, ამ ბრძოლაში შესვლაა და არა ლობიოს შეჭამ თუ ხორცს. ამიტომ, შეეწიოს ღმერთი ყველა სიმართლისთვის მებრძოლ ხალხს და გონს მოიყვანოს ყველა, ვინც ქართულ არჩევანს, არა ჩვენს, არამედ მთლიანად ქართულ არჩევანს გადაუხვია, გონს მოიყვანოს და დააყენოს ღმერთმა სწორ გზაზე. ერის წინაშე დათმობა არ არის წაგება. ერს როცა დაუთმობ, მაშინ შენ მოგებული ხარ და ერს როცა არ დაუთმობ და დახოცავ, მაშინ მოგებულიც წაგებული ხარ არათუ აქ, არამედ საუკუნოდ!"- არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) 26.12.2024

Posted by Giorgi Geguchadze on Thursday 26 December 2024
magti 5g